თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტებიდან 8-ს COVID-19 არ დაუდასტურდა

კორონავირუსით COVID-19 ინფიცირება არ დაუდასტურდა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ 8 პაციენტს. მათთვის განმეორებით ჩატარებული ტესტის შედეგიც უარყოფითი იყო. საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ მედიას უთხრა, რომ ამ პაციენტების უმრავლესობისთვის საკარანტინო ვადა დასრულდა.

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ აკვირდებიან 37 მოქალაქეს. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

12 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 24 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49.