საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე აისახა.

ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 40 შემთხვევა იყო, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინში 1 575 ადამიანი რჩება, სტაციონარში კი 275.