ნიუ-იორკის გუბერნატორი არ აპირებს დონალდ ტრამპის ბრძანების შესრულებას ეკონომიკის გახსნაზე

ცენტრში ენდრიუ კუომო

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ არ დაემორჩილება აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებას შტატის ეკონომიკის ამოქმედების თაობაზე, კორონავირუსის პანდემიის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

„თუ ის მიბრძანებს, რომ განვაახლოთ საქმიანობა, რაც გარკვეულწილად საფრთხეს შეუქმნიდა ჩემი შტატის მოსახლების საზოგადოებრივ ჯანდაცვას, მე ამას არ შევასრულებ“, - განაცხადა ენდრიუ კუომომ ტელეკომპანია „CNN“-თან ინტერვიუში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გლობალური მონაცემების თანახმად, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილია სულ მცირე 23 000 კაცი, ინფიცირებულია 582 000. აქედან დაახლოებით 200 000 შემთხვევა მოდის ნიუ-იორკის შტატზე, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიის ეპიცენტრად რჩება 7349-ზე მეტი გარდაცვლილით.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 14 აპრილს გამოაცხადებს საგანგებო გუნდს, რომელმაც აშშ-ის ეკონომიკის ამოქმედებაზე უნდა იმუშაოს. აშშ-ში 17 მილიონ ადამიანზე მეტმა დაკარგა სამუშაო ბოლო სამ კვირაში, ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით შემოღებული შეზღუდვების შედეგად, რომლებიც მოიცავს ბიზნესების დახურვას, მოგზაურობის შეზღუდვას და ჯანდაცვის სხვა გადაუდებელ ზომებს. 13 აპრილის საღამოს მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული იყო 682,000-ზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რიცხვი 23,200-ს აჭარბებდა.

ტრამპის ადმინისტრაცია 1 მაისს მიიჩნევს პოტენციურ თარიღად გარკვეული შეზღუდვების მოსახსნელად.