18 აპრილს ევროპის დროით 20 საათზე დაიწყო ვირტუალური კონცერტი, რომელიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მუსიკალურ პერფორმანსში სახელწოდებით „ერთიანი მსოფლიო-ერთად სახლში“ მონაწილეობას ღებულობენ ჯენიფერ ლოპესი, ბილი აილიში, პოლ მაკარტნი, სტივი უანდერი და სხვა ცნობილი არტისტები.
კონცერტის კურატორია ლედი გაგა, რომელმაც ასეთი მუსიკალური მარათონის იდეა WHO-ს ვიდეოკონფერნციაზე გააჟღერა. მომღერლის თმით ამ კონცერტმა უნდა აჩვენოს გლობალური ერთობა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
გავრცელებული ცნობით, კონცერტის შედეგად შემოსული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის „სოლიდარობის ფონდში“ მოიყრის თავს.
კორონავირუსის პანდემია შარშან დეკემბერს ჩინეთიდან გავრცელდა. ამ ხნის განმავლობაში მთელ მსოფლიოში 2 მლიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, დაახლოებით 157 ათასი პაციენტი გარდაიცვალა.
ყველზე მეტი დაავადებულია აშშ-ში - 700 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა იქ 37 ათასს აღემატება.