საქართველოში კორონავირუსით მე-5 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით უკვე მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები stopCoV-ზე დღეს, 22 აპრილს დილით განახლდა.

გარდაცვლილი 68 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან იყო მოხვედრილი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 411 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 98 გამოჯანმრთელდა.