გერმანიაში მოხალისეებზე იწყებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას

გერმანიაში მოხალისეებზე იწყებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას. ამის უფლება გასცა პაულ ერლიხის ვაქცინისა და ბიომედიცინის სამკურნალო საშუალებების ინსტიტუტმა. ვაქცინა შექმნა კომპანია BioNTech-მა მაინცში. ტესტირების პირველ სტადიაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 200 მოხალისე. ფაქტობრივი გამოკვლევა ტარდება მესამე და ყველაზე მასშტაბურ ეტაპზე.

სპეციალისტები BioNTech-ის კვლევას საკმაოდ პერსპექტიულად მიიჩნევენ. პრეპარატი იქმნება ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-თან თანამშრომლობით. კომპანიებს უკვე აქვთ შექმნილი გრიპის საწინააღმდეგო წარმატებული ვაქცინა.

ერთი თვის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მსოფლიოში მუშაობენ 20-მდე სხვადასხვა ვაქცინაზე. მაშინვე გახდა ცნობილი, რომ აშშ-სა და ჩინეთში უკვე მიმდინარეობდა პირველი გამოცდები ადამიანებზე. მაგრამ სპეციალისტების აზრით, მასობრივი გამოყენებისთვის გამოსადეგი ვაქცინა მზად იქნება არაუადრეს 2021 წლის დამდეგისა.