მარნეულში, COVID-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხრა თანამშრომელს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინფიცირებული პირები ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დეტალური ეპიდკვლევა და დაწყებულია მათი კონტაქტების მოძიება.
„COVID-19-ით დაავადებული სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა უმეტესობა ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც ჯამში 21 თანამშრომელია ინფიცირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.