ნიგერიაში გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

მეკობრეებმა გაათავისუფლეს ნიგერიაში დატყვევებული 10 მეზღვაური - საქართველოს 9 და უკრაინის 1 მოქალაქე. რადიო თავისუფლების ინფორმაციის წყარო ერთ-ერთი ქართველი მეზღვაურის ოჯახის წევრია. ამჟამად მეზღვაურები უსაფრთხო ადგილას არიან და გეგმურ სამედიცინო შემოწმებას გადიან.

შეიარაღებულმა პირებმა პანამის დროშით მცურავი გემიდან 10 მეზღვაური აპრილის ბოლოს გაიტაცეს. მეკობრეებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა გემთმფლობელი კომპანიის მიერ დაქირავებული კრიზისების მართვის ჯგუფი.

რადიო თავისუფლება მეზღვაურების გათავისუფლების დეტალებს არკვევს.