აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში დამოუკიდებლობას ულოცავს საქართველოს.
„ვულოცავ ჩვენ მეგობრებს, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. მოუთმენლად მოველით საქართველოსა და მისი მოქალაქეების შემდგომ გაძლიერებას და აყვავებას“, - წერს სენატორის რიში და თავის მოკლე მისალოც ტექსტს ამთავრებს ქართულად: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“
Congratulations to our friends, the people of #Georgia, on their Independence Day. We look forward to the continued growth and prosperity of the Georgian Republic and its citizens. 🇬🇪🇺🇸 გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
— U.S. Senate Foreign Relations Committee (@SenateForeign) May 26, 2020
26 მაისს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.