SpaceX-ი და NASA მზად არიან, 27 მაისს ისტორიაში პირველად გაუშვან კოსმოსში კერძო კომპანიის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ი. თუმცა ჯერაც არის გარკვეული ეჭვები ამინდის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„გაშვებისთვის მზად ვართ!“ დაწერა ტვიტერში NASA-ს ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენსტინმა. მისი თქმით, გაშვება დაგეგმილ დროს მოხდება ფლორიდიდან, კენედის კოსმოსური ცენტრიდან.
We are go for launch! @SpaceX and @NASA will continue monitoring liftoff and downrange weather as we step into the countdown. We are proceeding toward a 4:33 launch.
— Jim Bridenstine (@JimBridenstine) May 27, 2020
SpaceX-ი გახდება პირველი კერძო კომპანია, რომელიც ადამიანებს გაგზავნის კოსმოსში და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაიყვანს მათ.
წარმატების შემთხვევაში ამ სტარტით დაიწყება ახალი ერა კოსმოსის ათვისებაში, რაც შვიდი ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს ხელში იყო.
ასტრონავტები ბენკენი და ჰარლი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდნენ კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად.
Crew Dragon-ის გაშვება ადგილობრივი დროით 4:33-ზე (თბილისის დროით 28 მაისს, 00:33-ზე) არის დაგეგმილი.