ოხანაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველ პირებს სახელმწიფო პირბადეებს უფასოდ დაურიგებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ფენას პირბადეებს უფასოდ დაურიგებს. ამის შესახებ მან პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა.

"ეკონომიკის სამინისტრო, ჩვენი გუნდი, მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეული რაოდენობის პირბადეების მიწოდება სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის, რომ მათთვის მძიმე ტვირთი არ იყოს პირბადის შეძენა", - თქვა ოხანაშვილმა და განმარტა, რომ ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, ეს არ იქნება "დიდი ოდენობა".

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, პანდემიისა და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო ხდება. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში 20 ლარის ოდენობის ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.