კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 13-ით გაიზარდა

ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 13-ით გაიზარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს, ინფორმაცია ჯერ არ ასახულა ოფიციალურ საიტზე STOPCOV.GE.

ამ დროისათვის სულ დადასტურებულია ინფიცირების 864 შემთხვევა, აქედან აქტიურია 161 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 703, ხოლო გარდაცვლილი 14 ადამიანი.