13-ით გაიზარდა კორონავრუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 13-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.

ოფიციალურ საიტზე, STOPCOV.GE-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 1117-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, განახლებული მონაცემების მიხედვით, მათი რაოდენობა 5-ითაა გაზრდილი და 917-ს უტოლდება, გარდაცვლილია - 16.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, 24 ივლისის დილიდან კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, სადაც, გაჩიანის დასახლების სხვა სოფლებთან ერთად, მოსახლეობის მასობრივი ტესტირება 21 ივლისს დაიწყო.