14 წლის მოზარდზე ძალადობის ბრალდებით ბიძა და ბაბუა დააკავეს

სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში, ორი კაცი დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, 14 წლის მოზარდზე ბიძა და ბაბუა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს