ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ 55 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ 55 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ზუგდიდში გამოიკვლიეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი თბილისში გადაიყვანეს. სხვა დეტალებზე ჯანდაცვის ცენტრში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 2 აგვისტოს 21 პირის ნიმუში გამოიკვლიეს კორონავირუსზე. აქედან 15 არის საკარანტინო სივრციდან, 2 თვითიზოლაციაში მყოფი პირია, 1 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, 3 პაციენტი. მათ შორის კორონავირუსი მხოლოდ ერთს, აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს დაუდასტურდა.