კახეთში დაკარგული მოხუცი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან გაუჩინარებული 83 წლის მამაკაცი ტყეში იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი ჯანმრთელადაა და უკვე ოჯახში იმყოფება.

ჩალაუბნიდან დაკარგულ მოხუცს მაშველები და პოლიციელები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იყო დაწყებული.