"გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დიდუბეში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა ფეისბუკის საშუალებით.
"წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში", - აცხადებს ის.
მისი კონკურენტები დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში "ქართული ოცნებიდან" გია ვოლსკი იქნება. ამავე ოლქში კენჭის იყრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ანა დოლიძე.