გიორგი გახარია: ნუ ღელავთ, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტების შკითხვის პასუხად, თუ სად არის და რატომ არ ერთვება ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში.

გიორგი გახარიას სიტყვებით, „მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“.

„ნუ ღელავთ“- უთხრა მან ჟურნალისტებს 22 აგვისტოს, ხაშურში, სადაც ის ხაშურის შემოვლითი 13 კილომეტრიანი გზის გახსნას დაესწრო.