პროკურატურა: შაქარაშვილის საქმეზე გაუთქმელობის პირობა სასამართლო განხილვის ეტაპზე არ გავრცელდება

პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს, ადვოკატებს აღარ ექნებათ ვალდებულება დაიცვან საქმის მასალებზე გაუთქმელობის პირობა:

„ეს ვალდებულება, რომელსაც ბრალდების მხარე უწესებს დაცვის მხარეს, გულისხმობს გამოძიების ეტაპზე ინფორმაციის არ გავრცელებას. ჩვენი კომპეტენცია ვერ გავრცელდება სასამართლო განხილვაზე“.

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირების ადვოკატებს, გამოძიებამ გაუთქმელობის პირობაზე აგვისტოს შუა რიცხვებში მოაწერინა ხელი.