სავალუტო აუქციონის შედეგი გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. დღეს, 16 სექტემბერს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი აშშ დოლართან მიმართებით 3.1546 შეადგინა.
17 სექტემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ასეთია:
1 აშშ დოლარი - 3.1547 ლარი
1 ევრო - 3.7440 ლარი
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.0872 ლარი
100 რუსული რუბლი - 4.2189 ლარი
1 თურქული ლირა - 0.4215 ლარი
10 უკრაინული გრივნა - 1.1228 ლარი
17 სექტემბრისთვის Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1720 ლარი.