საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევაა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 187-ით გაიზარდა.

დილის მონაცემები, ვირუსი სულ 3 306 პირს დაუდასტურდა.

ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 46-ით გაიზარდა.

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კორონავირუსი დღიურად 100-ზე მეტ პირს უდასტურდება, მანამდე ეს რიცხვი ათეულებს არ აღემატებოდა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ასევე ნახეთ კორონავირუსი - განახლებადი ინფორმაცია