კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მომატების გამო, დღეიდან, 25 სექტემბრიდან აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. 26 სექტემბრიდან დროებით შეწყდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლაც.
დღეიდან რეგიონში რესტორნები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ. აჭარის სასწავლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების რეჟიმზე დარჩებიან 1 ოქტომბრის შემდეგაც. შეზღუდვები ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებამდე იმოქმედებს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირდა 1650-ზე მეტი ადამიანი. რეგიონიდან გარდაცვლილია 4 პაციენტი - სამი ბათუმის და ერთი ქუთაისის კლინიკებში.