საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 87-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. კოვიდ ცენტრებში მკურნალობას გადის 3348 პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

"კრიტიკულად მძიმეა 20 პაციენტი, მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზეა" - უთხრა მედიას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ. მისი თქმით, ახალი შემთხვევების 60%-ზე მეტი კვლავ აჭარიდანაა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 5254 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 1906 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი, კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 800 პირი.