ბოლო 24 საათში საქართველოში განიკურნა კორონავირუსით ინფიცირებული 148 პაციენტი.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2054-მდე გაიზარდა.
დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა და 3 პაციენტის გარდაცვალება.
28 სექტემბრის დილის მდგომარეობით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 5552;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 2054;
- მათ შორის გარდაცვლილი - 31;
- კარანტინის რეჟიმში - 5637;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 800.