ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 375 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 4619-მდე გაიზარდა.
დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 8696-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი. სულ გარდაცვლილია 52.