საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

ფოტო არქივიდან

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 63 კრიტიკულად მძიმეა, მათი უმრავლესობა, 61 კი მართვით სუნთქვაზეა. ინფორმაცია მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ მიაწოდა.

მძიმე პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის, 1 კი ცხინვალიდან.

ბოლო მონაცემებით საქართველოში 4 886 აქტიური შემთხვევაა, მათგან 527 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში დაფიქსირდა. ვირუსმა ქვეყანაში 72 პირი იმსხვერპლა.