საქართველოში 100 ათასამდე ადამიანმა შემოსავალი დაკარგა - გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოში წელს პანდემიის გამო 100 ათასამდე ადამიანმა შემოსავალი დაკარგა.

ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილმე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის მოადგილზე ფრაქციებს ხვდება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის გასაცნობად.

სერგი კაპანაძეს აინტერესებდა, როგორ იმოქმედა და რა პროგროზებია მოსალოდნებლი ეკონომიკური ვარდნის გათვალისწინებით ქვეყანაში დასაქმების თვალსაზრისით.

„წლევანდელ წელს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური შემცირება დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე იმოქმედებს. მე ვგულისხმობ უფრო მეტად ბიზნესსექტორში, დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს და აქ ყოველთვის მოქმედებს ეკონომიკური ვარდნა. დღეს არსებული მონაცემებით, რაც ოფიციალურად წარმოადგინეს კომპანიებმა, სტატისტიკური მონაცემები წლის ბოლოსთვის გვექნება უფრო ზუსტი, მაგრამ იმ დახმარების ფარგლებში ვიცით რაც შემოსავლების სამსახურის ბაზებიდან ჩანს, დაახლოებით 100 ათას ადამიანამდეა, ვინც უკვე წელს დაკარგა სამსახური, შემოსავალი დაკარგა, ანუ შეიძლება სამსახური აქვს, მაგრამ შემოსავლი დაკარგა",- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ,

ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დღეს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციისთვისაც უნდა გაეცნო სხდომაზე, თუმცა ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცახდა, რომ არ აპირებენ, მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვას.

სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს - 11 მილიარდ 285 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს (შემოსულობები სულ დაახლოებით 14 მილიარდ 760 მილიონი ლარია) . 2019 წელთან შედარებით, ასევე გაზრდილია მოლოდინი საგადასახადო შემოსავლების ნაწილშიც და 10 მილიარდ 450 მილიონი ლარის მიღება იგეგმება.

პროექტში გაზრდილია ბიუჯეტის ხარჯებიც და ის თითქმის 11 მილიარდ 563 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტი გათვლილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე.

ასევე ნახეთ: სახელმწიფოს ბიუჯეტი კორონას ჩრდილში - რა შემოვა და რას დავხარჯავთ