"ქართული ოცნებიდან" "პირველი არხის" დებატებში მამუკა მდინარაძე მიიღებს მონაწილეობას

დღეს, 15 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში დებატებში მმართველი პარტიიდან მონაწილეობას მამუკა მდინარაძე მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პარტიაში მიაწოდეს.

მდინარაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილი სიის მეხუთე ნომერია. დებატებში მონაწილეობას არ იღებენ მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია; პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. სწორედ ისინი არიან სიის პირველ სამეულში.

დღევანდელ დებატებში მონაწილეობას სულ ოთხი პარტია იღებს: "ქართული ოცნება", "სტრატეგია აღმაშენებელი", "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიროგი ვაშაძე ითხოვდა, რომ დებატებში გიორგი გახარიას მიეღო მონაწილეობა.