კორონავირუსის გამო თბილისსა და იმერეთში კონკრეტული ობიექტების მუშაობის დრო შემცირდა

დღეიდან, 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთის რეგიონში იზღუდება რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების საქმიანობა. ისინი 22:00 საათამდე იმუშავებენ.

გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 15 ოქტომბერს მიიღო, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის 919 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 366 თბილისში და 104 იმერეთში.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად ზრდის გამო, ასეთივე შეზღუდვები 25 სექტემბრიდან მოქმედებს აჭარის რეგიონში.