თბილისიდან 23 კმ-ში მიწისძვრა მოხდა

ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:20 საათზე საქართველოში მოხდა მიწისძვრა. 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 23 კმ-ში, ქალაქ თეთრიწყაროსთან იყო.