ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში მკვლელობა მოხდა

გლდანის რაონში, ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში რამდენიმე გასროლით ჩაცხრილეს და მსროლელი მიიმალა, - ამის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარმა კანდიდატმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ამჟამად ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.