საქართველოში COVID-19-ით დაავადებული კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 215-მდე გაიზარდა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აპრილში დაფიქსირდა. გარდაცვალების მაჩვენებელმა კორონავირუსის შემთხვევებთან ერთად, მკვეთრად მოიმატა სექტემბრის შუა რიცხვებიდან.

ასევე ნახეთ

კორონავირუსი - განახლებადი ინფორმაცია