როგორ აძლევდნენ ხმას კოვიდინფიცირებულები

Your browser doesn’t support HTML5

კოვიდინფიცირებულებმა საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით გააკეთეს. სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილმა საარჩევნო კომისიის წევრებმა ყუთები კლინიკებში შეიტანეს, შემდეგ კი სპეცუბნებზე ხმების დასათვლელად დააბრუნეს. რადიო თავისუფლება თბილისის 57-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, რომლის სიებშიც 302 კოვიდინფიცირებული ირიცხება.