ჩეხეთში გახსნილ უბანზე მაღალია ამომრჩეველთა აქტიურობა

რიგი ჩეხეთის საელჩოს შენობის წინ

არჩევნების დამთავრებამდე ერთი საათით ადრე ჩეხეთში, საქართველოს საელჩოში შენობაში გახსნილ 54-ე საარჩევნო უბანზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 31 ოქტომბერს უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე იყო წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს.

საარჩევნო უბნიდან მიღებული ცნობით, ჩეხეთის დროით 19:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 143-მა ამომრჩეველმა.
მთლიანად ჩეხეთში რეგისტრირებულია 399 ამომრჩეველი.

ხმის მიცემა ჩეხეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე კორონავირუსის გამო შემოღებული გამკაცრებული სანიტარული მოთხოვნების სრული დაცვით მიმდინარეობს.