ვაკეში საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე ზვიად კუპრავა დააკავეს

თბილისში, ვაკის საარჩევნო საოლქო კომისიის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის აქტივისტი, ზვიად კუპრავა.

კუპრავა მოსთხოვდა პოლიციას - რომელსაც შენობის შესასვლელთან კორდონი აქვს გაკეთებული - შეეშვა გარკვეული ხალხი. პოლიცია კი კუპრავას ნიღბის გაკეთებისა და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდა. სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლის დროს კუპრავა დააკავეს.

ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები საპროტესტო აქციებს მართავენ თბილისის რამდენიმე უბნის საოლქო კომისიებთან, ასევე, ქუთაისში. ისინი საჩივრების დაკმაყოფილებას მოითხოვენ.