ბათუმში აქციაზე 10-მდე აქტივისტი დააკავეს

პოლიცია ბათუმის 28-ე საარჩევნო ოლქის შენობასთან

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის 10-მდე აქტივისტი პოლიციამ ბათუმის 28-ე საარჩევნო ოლქთან დააკავა. ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრებმა საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებსაც მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმები ოლქში შეჰქონდათ. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტში განმარტეს ოლქთან შეკრებილები არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებას, დაეცვათ სოციალური დისტანცია და გამოეყენებინათ პირბადე. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.