კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით 1 195 ადამიანია გარდაცვლილი.

უკანასკნელი ერთი თვეა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს. მათ შორის, გარდაცვალების ყველაზე მაღალი რიცხვი, 49 გარდაცვლილი, 22 ნოემბერს დაფიქსირდა.

28 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 4472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.