საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი იქნა კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა. შესაბამისად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა შეადგინა 158 154.
ბოლო 24 საათში გაარდაიცვალა 37 ადამიანი.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა - 1 462.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 ადამიანი. სულ გამოჯანმრთელდა - 129 210.
stopcov.ge-ის ინფორმაციით:
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 1325 პირი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 6768 პირი
- კოვიდსასტუმროში იმყოფება - 4067 პირი
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 27 456 პაციენტიდან, 1 116 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, 395 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.