კაცს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.