თბილისის საკრებულოს დეპუტატები გახდნენ მიშა მესხი და ბორია ფირცხელიანი 

მიშა მესხი

ახალი წევრების უფლებამოსილება ცნო დღეს, 22 დეკემბერს, თბილისის საკრებულომ. „ქართული ოცნების" პარტიული სიით წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები გახდნენ მიშა მესხის და ბორია ფირცხელიანი. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ახალ წევრებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მიშა მესხი და ბორია ფირცხელიანი ბექა დავითულიანის და ირაკლი ზარქუას ადგილმონაცვლეები არიან. მათ პარლამენტში არჩევის შემდეგ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ.