ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.

"კონტაქტირებული პირი იყო და ყოველ 48 საათში იტესტებოდა. წინა გატესტვაზე არაფერი იყო და ახლა მოვიდა ახალი პასუხი", - განაცხადეს უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამყრელიძემ დაინფიცირების შესახებ თავადაც რამდენიმე წუთის წინ შეიტყო.