გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ბაზრობა იწვის

ბაზრობას ცეცხლი უკიდია გორში, წმინდა წყლის დასახლებაში. ამ ბაზრობაზე ძირითადად ტანსაცმელი იყიდებოდა. დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.

მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები.