დემონსტრაცია „ამერიკის გადარჩენისკენ“ მოწოდებით და კონგრესის შენობაში მისი მოძალადე მონაწილეების შეჭრა

ტრამპის მოძალადე მომხრეებმა კაპიტოლიუმზე იერიში მიიტანეს 6 იანვარს აშშ-ის კონგრესის გაერთიანებული სხდომისას, როცა ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტად უნდა დაემტკიცებინათ. ბრბო შენობაში შეიჭრა, სადანაც მოგვიანებით პოლიციამ განდევნა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის მომხრეთა დიდი დემონსტრაცია გაიმართა ვაშინგტონში, თეთრ სახლთან, ელიფსის პარკში და დონალდ ტრამპმა სიტყვა წარმოთქვა, კონგრესის მიერ არჩენების შედეგების დამტკიცების წინააღმდეგ გაილაშქრა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოძალადე მომხრეები კაპიტოლიუმში მას მერე, რაც გაარღვიეს შენობის დაცვა. 6 იანვარი, 2012 წელი.

ტრამპის მომხრე ბრბო და კაპიტოლიუმის დაცვის პოლიცია კონგრესის შენობაში, ოჰაიოს საათთან. 6 იანვარი, 2012 წელი.

დონალდ ტრამპის მოძალადე მომხრეები „ქანდაკებების დარბაზში“, როცა პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გაუშვა კონგრესის შენობაში მეამბოხეების შეჭრის შემდეგ. 6 იანვარი, 2012 წელი.

კონგრესის შენობის ძალადობრივი იერიშის ერთ-ერთ მონაწილე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის სამუშაო მაგიდასთან სავარძელში. 6 იანვარი, 2012 წელი.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის როტონდაში. 6 იანვარი, 2012 წელი.

აშშ-ის კაპიტოლიუმის დაცვის პოლიციელი პილპილის აირს აფრქვევს შენობაში შეჭრილი მოძალადის მიმართულებით, როცა კონგრესში მიმდინარეობს გაერთიანებული სხდომა, რომელზეც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამტკიცდეს. ვაშინგტონი, 2021 წლის 6 იანვარი.

ადამიანები თავს აფარებენ წარმომადგენელთა პალატის გალერეას, როცა ტრამპის მომხრე ბრბო ცდილობს პალატაში შეაღწიოს. 2021 წლის 6 იანვარი.

აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიცია, იარაღმომარჯვებული, ჩახერგილ კართან, როცა პრეზიდენტ ტრამპის მოძალადე მომხრეები ცდილობენ წარმომადგენელთ პალატაში შეღწევას. 6 იანვარი, 2012 წელი.

ტრამპის მოძალადე მომხრეების შეტაკება კაპიტოლიუმის პოლიციასთან.

ტრამპის მომხრეები აშშ-ის კონგრესის შენობის წინ. 6 იანვარი, 2012 წელი.

პოლიციამ ცრემლმდენი გაზი იხმარა კაპიტოლიუმის შენობის გასაწმენდად. შენობის წინ კვლავ არიან ტრამპის მეამბოხე მომხრეები.

პოლიცია წმენდს კაპიტოლიუმის შენობას, რომლის წინ შეკრებილი არიან პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები.

დონალდ ტრამპის ათასობით მომხრე შეიკრიბა ელიფსის პარკში, ეროვნულ ხეივანში, თეთრ სახლთან, 2021 წლის 6 იანვარს, კონგრესის სხდომის დაწყებამდე და მოძალადეთა შენობაში შეჭრამდე.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 6 იანვარს მომხრეებს მიმართავს ელიფსის პარკში, თეთრი სახლის მახლობლად, ვაშინგტონში.

დონალდ ტრამპის მომხრეების შეკრება 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის დედაქალაქში, თეთრ სახლის მახლობლად.

ერიკ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი, და მისი ცოლი, ლარა, შემართული მუშტით, ტრამპის მომხრეთა თავყრილობაზე, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე. 2021 წლის 6 იანვარი, ვაშინგტონი.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეთა თავყრილობა კაპიტოლიუმთან, როცა ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ საარჩევნო კოლეგიის მიერ აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის დამტკიცების წინ 2021 წლის 6 იანვარს. კაბაზე წარწერაა, „მოპარული“, რაც წარმოადგენს ტრამპის და მისი მომხრეების დაუსაბუთებელ მტკიცებაზე მინიშნებას, რომ არჩევნები გაყალბდა.

სახალხო რაზმელები უნიფორმით, რომლებიც ჩავიდნენ პრეზიდენტის მომხრეთა დემონსტრაციაზე 6 იანვარს ვაშინგტონში ბოსტონიდან, ექვსი ავტობუსით. დაახლოებით 300 ადამიანის სვლას დედაქალაქისკენ თვალს ადევნებდა AFP.

დონალდ ტრამპის მოძალადე მომხრეები კაპიტოლიუმის შენობის კედელზე ასვლას ცდილობენ. 6 იანვარი. 2021 წელი.