მოსკოვში დააკავეს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ იურისტი და არხ Navalny Live-ის პროდიუსერი ლიუბოვ სობოლი. ადვოკატის თქმით, ის მიჰყავთ შინაგან საქმეთა განყოფილებაში, რათა ოქმი შეუდგინონ 23 იანვარს საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებისთვის.
Любовь @SobolLubov задерживают и вытаскивают из моей машины pic.twitter.com/yXdb6DQQF9
— Воронин Владимир (@vb_voronin) January 21, 2021
მანამდე დააკავეს ფონდის იურისტი ვლადლენ ლოსი. როგორც მან ტვიტერში დაწერა, მას გადასცეს უწყება, 25 იანვრამდე დატოვოს რუსეთი. ის ბელარუსის მოქალაქეა. რას უკავშირდება ხელისუფლების მოთხოვნა, ჯერჯერობით არ არის ნათელი.
Мне вручили уведомление о необходимости покинуть Россию до 25 января. Из ОВД все ещё не отпускают.
— Vladlen Los (@VladlenLos) January 21, 2021
23 იანვარს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მომხრეები აქციებს გეგმავენ პოლიტიკოსის დაპატიმრებისა და ხელისუფლების მხრიდან მისი დევნის გასაპროტესტებლად. აქციებისკენ მოწოდებები ქვეყნდება სოქსელებში, მოწოდებებს შეუერთდა საზოგადო მოღვაწეთა და კულტურის მუშაკთა რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელი. აქციები არ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, რომელიც აცხადებს, რომ დაშლის მათ და სასჯელს გამოიყენებს მათი გამართვისკენ მოწოდებებისთვის.