საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქცია იმართება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით, ქუთაისის შემდეგ, კიდევ ერთი აქცია იმართება. ამჯერად, თბილისში, მთავრობის კანცელარიის შენობასთან.

"ჩემი ხელფასი მივფრინდებით", - ეწერათ აქციის მონაწილეებს პლაკატებზე.

ქუთაისში, მერიის შენობის წინ მოქალაქეებმა კოვიდრეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გამართეს. "ხელისუფლებამ დააპატიმრა ბიზნესი, განათლება, ეკონომიკა", - აცხადებდნენ ისინი.

ასევე ნახეთ "ხელისუფლებამ დააპატიმრა ბიზნესი, განათლება, ეკონომიკა" - ქუთაისში აქცია გაიმართა

კოვიდრეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში აქციები პერმანენტულად იმართება. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია გუშინ, 30 იანვარს მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა. აქციას შეუერთდნენ სარესტორნო ბიზნესში დასაქმებული ადამიანები.

ხვალიდან, 1 თებერვლიდან საქართველოში კოვიდრეგულაციები მსუბუქდება. თუმცა, ამის მიუხედავად, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კვლავ არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რესტორნებს სტუმრების მიღება აკრძალული ექნებათ.