რკინიგზის და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის თარიღი ისევ უცნობია

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების მიუხედავად კვლავ უცნობია, როდის დაიწყებს მოძრაობას საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, მათ შორის რკინიგზა. ამის შესახებ ინფორმაცია ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, ახლა, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტზე შეზღუდვა მოიხსნება, დააკვირდებიან, როგორ აისახება ეს ეპიდსიტუაციაზე და გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებენ.

ასევე ნახეთ ცნობილია, რა შეზღუდვები იხსნება 8 თებერვლიდან

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 8 თებერვლიდან იხსნება. შეზღუდვა კვლავ გაგრძელდება შაბათ-კვირაზე. ამავდროულად, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გასვლა ისევ აკრძალული იქნება.

საქალაქთაშორისო მოძრაობა 28 ნოემბრიდან შეჩერებულია. დაშვებულია მხოლოდ ტაქსით ან პირადი მანქანით გადაადგილება.