საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვედეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი წაგებით გახსნა. ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შვედეთის ნაკრებთან, ქალაქ სოლნაში დამარცხდა, ანგარიშით 0:1. მასპინძელთათვის სამი ქულის მომტანი გოლი კლასონმა გაიტანა, 35-ე წუთზე.

შესარჩევი ციკლის მეორე და მესამე ტურის შეხვედრებს ქართველი ფეხბურთელები 28 და 31 მარტს გამართავენ. ჯერ თბილისში დაუპირისპირდებიან ესპანეთის ნაკრებს, ხოლო შემდეგ, საბერძნეთს ესტუმრებიან.