ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ პირთათვისაც იწყება

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცინის გაკეთება 55 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვისაც შესაძლებელი ხდება. ინფორმაცია მედიას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააცნო.

რეგისტრაცია 5 აპრილიდან დაიწყება.

"ეს გამოწვეულია იქედან, რომ დავაკვირდით, რამდენად დიდია ინტერესი და აქტივობა ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზემოთ. ასევე იყო დიდი მოთხოვნა იმ ჯგუფიდან, რომელიც 55 წლიდან 65 წლამდე ასაკს მოიცავდა", - განაცხადა ტიკარაძემ.

გარდა ამისა, ვაქცინაციაში ჩაერთვებიან დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

ასევე ნახეთ როგორ დავრეგისტრირდეთ COVID-ვაქცინაზე - ინსტრუქცია

ამ დრომდე ვაქცინაცია შეეძლოთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ან 65 წელს გადაცილებულ პირებს.