კოვიდ ვაქცინაციის დაწყებიდან 20 დღეში საქარველოში აიცრა 11 603 ადამიანი

კოვიდ ვაქცინაციის დაწყებიდან 20 დღეში საქართველოში აიცრა 11 603 ადამიანი.

„დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა - ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება სულ მინიმუმ 3000 აცრა დღეში“, - ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი.

მისივე თქმით, ქვეყანაში საკმარისი ვაქცინაა - „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „სინოფარმი“ - ამიტომ თავისუფლადაა შესაძლებელი ვაქცინირებულთა რიცხვის გაზრდა. ინფორმაციით, აპრილის ბოლომდე აცრაზე ჯავშანი გაკეთებული აქვს 19 073 ადამიანს.

საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის. დღეს, ვაქცინაციის პროცესში ჩართული არიან 55+ ასაკის მოსახლეობა, ასევე ორგანოგადანერგილთა და დიალეზზე მყოფთა ჯგუფები.