ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი: სამსახურიდან კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს

Your browser doesn’t support HTML5

რადიო თავისუფლება ელაპარაკა ბათუმის ბულვარის უკვე ყოფილ დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს, რომელიც ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ „აჭარის ტელევიზიით" შეიტყო. შემდეგ კი აჭარის ა/რ ეკონომიკის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებული დარღვევის საფუძველზე დაითხოვეს სამსახურიდან.